top of page
bckgr.png
NCER-Logo-02.png
კვლევის შესახებ

გმადლობთ, რომ ჩაერთეთ საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ ორგანიზებულ კვლევაში – TIMSS. ეს კვლევა მიზნად ისახავს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასებას, ასევე იმ ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომლებიც გავლენას ახდენს ამ საგნებში მოსწავლეთა მიღწევებზე.

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ინსტიტუტები და სახელმწიფო ორგანიზაციები.

TIMSS-ის კვლევა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. ამჟამად მიმდინარე ციკლის ძირითადი კვლევა 2027 წელს ჩატარდება, ამიტომაც ჰქვია კვლევის ამ ციკლს TIMSS 2027, თუმცა 2026 წელს კვლევაში მონაწილე ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ტარდება TIMSS-ის 2027 წლის ციკლის საცდელი კვლევა, რომლის მიზანია ძირითადი კვლევისთვის მომზადება - ინსტრუმენტების და პროცედურების გამოცდა, იმისათვის, რომ ძირითადმა კვლევამ უხარვეზოდ ჩაიაროს.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისათვის!

logo.png
bottom of page